ცოტნე გამსახურდია – “რა საზოგადოებაც ვართ, ისეთივე ჯოგი გვაზის თავზე”

ცოტნე გამსახურდია - "რა საზოგადოებაც ვართ, ისეთივე ჯოგი გვაზის თავზე"ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“ასეთი რამე მხოლოდ აქ თუ მოხდება. სულ რაღაც 3 წლის წინ, როცა ბურჭულაძის პარტიიდან იყრიდა კენჭს ლადო კახაძე, აიღო 2,5%, ახლა კი როცა სახელისუფლებო კანდიდატია, იღებს 42%-ს. განა რითი მოხიბლა ამ 3 წელიწადში ხალხი, ტვ-ებში სენეკასი და კონფუცის ფრაზებით პოზიორობამ? ? ამაშია საქმე. პრობლემის სათავე არის ისევ ხალხი. უპრინციპო, მონური და მერკანტილური სულისკვეთება. ფასობს არა იდეა და იდეალები, არამედ ფული და ძალაუფლების წინაშე მორჩილება.
და კიდევ: ესეც ჩვენი ყბადაღებული მე-3 ძალა. მშვენიერი, ჯანსაღი მე-3 ძალა იყო გრიგოლ გეგელია. (თუნდაც ელისაშვილის კანდიდატიც) მერე? საქმე კი იმაშია, რომ ჩვენთან გონივრული სელექციის პირობებში, ჯანსაღი მე-4 ძალაც მოიპოვება და მე-5_ც. მაგრამ რეალურად მე-3 ძალა ჩვენში გულისხმობს არა განსხვავებულ იდეას, არამედ მაინც და მაინც დიდი ფინანსური რესურსი რომ უნდა უმაგრებდეს ზურგს. შესაბამისად რა საზოგადოებაც ვართ, ისეთივე ჯოგი გვაზის თავზე.”