“ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი გაკეთებული საქმეებით რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს” – კახი კალაძე

"ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი გაკეთებული საქმეებით რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს" - კახი კალაძეთბილისის მერმა, კახა კალაძემ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც მას ქართვეელ პოლიტიკოსებთან შედარებით, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება “ქართული ოცნებისთვის” უკეთესია.

“რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უფრო უკეთესია “ქართული ოცნებისთვის” ჩვენი გუნდისთვის. ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი გაკეთებული საქმეებით რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს. ეს ჩემთვის და გუნდისთვის იქნება დადებითი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. თუ გინდათ, რომ მათქმევინოთ ჩემს ნაწილში ვენდობი თუ არა კვლევას, რა კაია და ტაში დავუკრა, ასე არ არის” – აღნიშნა თბილისის მერმა.

NDI-ის მონაცემების მიხედვით, დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობის დადებითი შეფასების მაჩვენებელი 53%-დან 43%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი გაცილებით უსწრებს, პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის დადებითი შეფასების მაჩვენებელს. კახა კალაძის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 23%, საშუალოდ 30%.