ზიდანი: ”გარეტ ბეილი ჩემს გეგმებში არ შედის”

ზიდანი: ”გარეტ ბეილი ჩემს გეგმებში არ შედის”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილზე ისაუბრა და თქვა რომ მან სხვა გუნდი უნდა მოძებნოს. ზიდანის თქმით ბეილი მის გეგმებში არ შედის და ამას თავისი მიზეზები აქვს:

”ბეილი ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ მომავალ სეზონში აქცენტს სხვა მოთამაშეებზე გავაკეთებ. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ბეილი ჩემს გეგმებში არ შედის და მას ვურჩევ სხვა გუნდი მოძებნოს”.

აღსანიშნავია რომ ბეილმა ამ განცხადებას ირონიულად უპასუხა და თქვა, რომ რეალში მაინც დარჩება და ფულს აიღებს, ხოლო ფეხბურთის ნაცვლად კი გოლფს ითამაშებს.