აღაიანთან მერსედესი გზიდან გადავარდა – 3 ადამიანი დაშავდა

აღაიანთან მერსედესი გზიდან გადავარდა - 3 ადამიანი დაშავდაავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე.

“ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, სოფელ აღაიანთან “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული სამი მგზავრია, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები მანქანიდან სასწრაფოს მისვლის შემდეგ ამოიყვანეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ნიუპოსტი