ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს ამ დრომდე ეძებენ – ისინი წუხელ გაუჩინარდნენ – ვიდეო

ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს ამ დრომდე ეძებენ - ისინი წუხელ გაუჩინარდნენ - ვიდეომესტიაში გაუჩინარებულ 2 ახალგაზრდაზე ფეისბუქში სვანეთინიუსი წერს:

”მდინარე დოლრაში დაკარგულ 23 და 24 წლის მულახელ ახალგაზრდებს, ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს სპეციალური სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ახალგაზრდები წუხელ, ღამის პირველ საათზე გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდნენ. მათი ავტომობილით მდინარეში გადავარდნის შესახებ მხოლოდ დილით გახდა ცნობილი, როცა მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემში შესასვლელ ხიდთან ავტომობილის ხევში გადავარდნის ნაკვალევი აღმოაჩინეს.

ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მოსახლეობა და დაკარგულთა ახლო მეგობრები და ნათესავები.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე დოლრა ადიდებულია და ამ ეტაპზე მაშველებს უჭირთ საფუძვლიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარება…”

https://www.facebook.com/svanetinews.ge/videos/435912257186896/