ანა დოლიძე – მხოლოდ ბახტაძეზე გეთუთქებათ გული?

ანა დოლიძე -  მხოლოდ ბახტაძეზე გეთუთქებათ გული?„მიმართვა ხელისუფლების ტროლების ფაბრიკის დირექტორს (რა ქვია??)

ბატონო ?

მინდა გაგიზიაროთ ერთი მოქალაქის გულისწუხილი. ვამჩნევ, რომ იშვიათად ინტერესედებით ჩემი გვერდით. ძირითადად ვწერ სასამართლოზე, სამართალზე, ადამიანის უფლებებზე, ქართული ოცნების უნიათობაზე, ხანდახან სიღარიბეზე, ეკოლოგიაზე და ირაკლი კობახიძე-შარიკოვზე. ძალიან გული მწყდება რომ ეს თემები თქვენ არ გაინტერესებთ და თქვენ ტროლებს არ მიგზავნით. საკმარისია, დავწერო რამე ვითომპრემიერ ბახტაძეზე, აი როგორც გუშინ, რომ გამომიგზავნეთ ათიოდე ტროლი მსგავსი გზავნილებით. ეს დისკრიმინაციული დამოკიდებულება ძალიან მწყვეტს გულს. რა დასკვნა უნდა გამოვიტანო, არ გაინტერესებთ სასამართლო, მურუსიძე-ჩინჩალაძე, ჰაერი, და თავად შარიკოვი? მხოლოდ ბახტაძეზე გეთუთქებათ გული? ასეთი დისკრიმინაციით ჩვენ შორს ვერ წავალთ. პატივისცემით“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.