აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს აღჭურვილობა დაუმტვრიეს – მათ და პოლიციას შორის უგულავა და ბოკერია ჩადგნენ

აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს აღჭურვილობა დაუმტვრიეს - მათ და პოლიციას შორის უგულავა და ბოკერია ჩადგნენსაქართველოს პარლამენტთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ საქართველოს პარლამენტში შეჭრას, თუმცა ამის უფლებას პოლიცია არ აძლევთ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს აღჭურვილობები დაუმტვრიეს. ამის პარალელურად ერთ ერთი მოქალაქე პარლამენტის შენობის ფასადზე ავიდა და საქართველოს დროშა აიტანა, თუმცა ის პოლიციელებმა ჩამოიყვანეს.

ამის შემდეგ პოლიციელებსა და მოქალაქეებს შუაში ჩადგნენ გიგი უგულავა დაგიგა ბოკერია. მათ გამოჩენას შეძახილები მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

იპნ