“არ დაიწყოთ დილა ტკბილეულით” – როგორ შევინარჩუნოთ წონა

"არ დაიწყოთ დილა ტკბილეულით" - როგორ შევინარჩუნოთ წონააშშ-ში სა­მი­დან ერთ ახალ­გაზ­რდას ჭარ­ბი წონა აწუ­ხებს. გა­მო­ცე­მა Health-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს რი­ცხვი ზრდა­დია. ამე­რი­კის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ია­პო­ნი­ა­სა და ინ­დო­ეთ­ში სიმ­სუქ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სულ რა­ღაც 5%-ს შე­ად­გენს.

რა­ტომ არის ასე­თი გან­სხვა­ვე­ბა?

ჭარ­ბი წონა შე­იძ­ლე­ბა, გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუმ­ცა გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბის გარ­და, ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ხში­რად, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და კულ­ტუ­რაც გან­სა­ზღვრავს. ყვე­ლა­ზე კარ­გი ისაა, რომ ყვე­ლას შე­უძ­ლია ჯან­სა­ღი კვე­ბა ჩვე­ვად აქ­ცი­ოს. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ჯან­საღ კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო ჩვე­ვე­ბი აქვთ, რომ­ლე­ბიც ჩვენც შეგ­ვიძ­ლია, ვის­წავ­ლოთ და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

 ია­პო­ნია – ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ბოსტნე­უ­ლის სი­ჯან­სა­ღე­ზე ყვე­ლას გვსმე­ნია. ამის გამო ხში­რად “ომე­გა 3”-ს მე­დი­კა­მენ­ტის სა­ხი­თაც კი ვი­ღებთ-ხოლ­მე. სა­უ­კე­თე­სო ჩვე­ვა, რაც ია­პო­ნე­ლე­ბის კვე­ბის კულ­ტუ­რი­დან შეგ­ვიძ­ლია წა­მო­ვი­ღოთ, მცი­რე ულუ­ფე­ბი და სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბის ჩვე­ვაა, რო­მე­ლიც თეფ­შზე მიმ­ზიდ­ვე­ლად არის გან­ლა­გე­ბუ­ლი. თევ­ზის რა­ცი­ონ­ში ჩარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­ვით­ვა­ლი­წი­ნოთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში იყოს გაზ­რდი­ლი. თევ­ზი, რომ­ლის ორ­გა­ნიზ­მშიც მძი­მე მე­ტა­ლია, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია. რო­გორც წესი, მისი ორ­გა­ნიზ­მში დაგ­რო­ვე­ბა ნერ­ვულ სის­ტე­მას აზი­ა­ნებს.

ჩი­ნე­თ – ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩი­ნუ­რი ჯო­ხე­ბით კვე­ბა საკ­ვე­ბის ნელა მი­ღე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გა­მო­ცე­მა Health-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ნელა კვე­ბა კა­ლო­რი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამას­თან, ერთ-ერთი ია­პო­ნუ­რი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლია იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვინც სწრა­ფად ჭა­მენ. ჩი­ნე­ლე­ბის ეს კვე­ბი­თი თვი­სე­ბა ჭარ­ბი წო­ნის თა­ვი­დან არი­დე­ბას უწყობს ხელს.

საფ­რან­გე­თი – მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო არა­ჯან­საღ კვე­ბას­თან არის კავ­შირ­ში, კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნას აშშ-სთან შე­და­რე­ბით, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მცი­რე სტა­ტის­ტი­კა აქვს. ამას­თან, ამე­რი­კე­ლე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში ჯან­საღ კვე­ბა­ზე უფრო კონ­ცენ­ტრირ­დნენ, თუმ­ცა კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ინც მა­ღა­ლია. დიდი პორ­ცია “ჯან­სა­ღი” გა­ყი­ნუ­ლი იო­გურ­ტის ჭა­მას, მცი­რე ულუ­ფა ტრი­უ­ფე­ლის მი­ღე­ბა სჯობს, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით გემ­რი­ე­ლია. ის, რაც არაჯ­სან­საღ კვე­ბით ჩვე­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, დი­ლის კრუ­ა­სა­ნით და­წყე­ბაა, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლია კარ­ბო­ჰიდ­რა­ტე­ბით, შაქ­რი­თა და ცხი­მით.

ეთი­ო­პია – “ინ­ჯე­რა” ტრა­დი­ცი­უ­ლი ეთი­ო­პი­უ­რი თეთ­რი პუ­რია, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლია მი­ნე­რა­ლე­ბით, ვი­ტა­მინ C-თი და პრო­ტე­ი­ნე­ბით. ტრა­დი­ცი­უ­ლი ეთი­ო­პი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო მო­ი­ცავს ბოსტნე­ულს, ლო­ბი­ოს, ოსპს და დიდი ოდე­ნო­ბით ცხო­ვე­ლურ პრო­დუქ­ტებს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათი ერ­თობ­ლი­ო­ბა ჯან­სა­ღად კვე­ბას­თან არის კავ­შირ­ში.

“ინ­ჯე­რა” ტრა­დი­ცი­უ­ლი ეთი­ო­პი­უ­რი თეთ­რი პური
მექ­სი­კა – ტრა­დი­ცი­უ­ლი მექ­სი­კუ­რი კვე­ბის კულ­ტუ­რა “ალ­მუ­ერ­ცოს” გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ტრა­დი­ცი­უ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სხე­უ­ლი ინ­სუ­ლინს ღა­მით ნაკ­ლე­ბად ით­ვი­სებს, ამი­ტომ გვი­ან ვახ­შმო­ბა წო­ნა­ში მა­ტე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა, რამ­დე­ნად და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­თაც არ უნდა იკ­ვე­ბე­ბო­დეთ. რო­გორ შევ­ძლოთ ღა­მით კვე­ბის­გან თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? ამა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი მექ­სი­კუ­რი კერ­ძი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ნოყი­ე­რია, რომ რთუ­ლია, დი­ლამ­დე მოგ­შივ­დეს.

იტა­ლია – ყო­ველ­დღი­უ­რად ჭიქა ღვი­ნის მი­ღე­ბა იტა­ლი­ე­ლე­ბის ჩვე­ვას წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა ზო­მი­ე­რე­ბა აქაც სა­ჭი­როა. ყო­ველ­დღი­უ­რად, ჭიქა კარ­გი ღვი­ნის მი­ღე­ბა კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს ამ­ცი­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ღვი­ნის მი­ღე­ბა მში­ერ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან გუ­ლის შე­ტე­ვის რისკს ზრდის.

სა­ბერ­ძნე­თი – ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტა რომ ჯან­სა­ღი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა, ეს ყვე­ლამ ვი­ცით, თუმ­ცა რა არის ბერ­ძნე­ბის ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი და გემ­რი­ე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­დილს უნდა და­ვუ­მა­ტოთ? ხმელ­თა­შუა ზღვის კერ­ძე­ბი ხში­რად შე­ი­ცა­ვენ ზე­ი­თუ­ნის ზეთს, ყველ­სა და ხორცს. ეს მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი კერ­ძებ­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამას­თან, ბერ­ძნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო დიდი ოდე­ნო­ბით ბოსტნე­ულს, მარ­ცვლე­ულ­სა და ლეღვს შე­ი­ცავს.

შვე­დე­თი – მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკან­დი­ნა­ვი­ურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ბოსტნე­უ­ლი მთა­ვარ როლს არ თა­მა­შობს, შვე­დუ­რი კერ­ძე­ბის ნა­წილ­ში ჯან­სა­ღი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი მა­ინც გვხვდე­ბა. მა­გა­ლი­თად, “ომე­გა 3”-ით გა­ჯე­რე­ბულ თევზში. ასე­ვე, შვე­დე­ბის ჭვა­ვის პური მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ე­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ჭვა­ვის პური დიდი ოდე­ნო­ბით ვი­ტა­მი­ნებს შე­ი­ცავს, ამავდრო­უ­ლად, სენდვი­ჩებ­ში ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი.

ამბები.გე