არჩილ თალაკვაძე – ”გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე, რუსთავი 2-ს საფრთხე არ ემუქრება”

არჩილ თალაკვაძე - ”გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე, რუსთავი 2-ს საფრთხე არ ემუქრება”„ნაციონალურმა მოძრობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მითუმეტეს, ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიაში შეჭრის გეგმა.

“მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, „ნაციონალურმა მოძრობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად. ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მითუმეტეს, ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება.

შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ დეზინფორმაციას. ეს არის გაგრძელება მათ მიერ მოფიქრებული გეგმის, მას შემდეგ რაც აღიკვეთა ძალადობრივი სცენარის განვითარება“,- განაცხადა თალაკვაძე.

იპნ

გვარამია – ”დღეს რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღება იგეგმება”