ავჭალაში ავარიას რუსთაველი მარიამ ყველიაშვილი და მისი 6 წლის შვილი ემსხვერპლნენ

ავჭალაში ავარიას რუსთაველი მარიამ ყველიაშვილი და მისი 6 წლის შვილი ემსხვერპლნენ22 ივნისს ავჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი ქალი, მარიამ ყველიაშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი, მარიამ ყველიაშვილი, რომელიც საჭეს მართავდა. მისი მეუღლე და 6 წლის შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეუღლის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

მარიამი დაოჯახებამდე რუსთავის მე-8 მიკრორაიონში ცხოვრობდა და სკოლა “საუნჯეში” სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა. თბილისში გადასვლის შემდეგ კი გლდანის №209 სკოლაში მუშაობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ინფორუსთავი