ბახტაძის გასაიდუმლოებული შეხვედრა ზელენსკისთან – სტუმრობა სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება

ბახტაძის გასაიდუმლოებული შეხვედრა ზელენსკისთან - სტუმრობა სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდებაბრიუსელში, სასტუმროში სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა, ინფორმაციას ამის შესახებ “კურიერი” ავრცელებს.
მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, სავარაუდოდ ბახტაძის გასაიდუმლოებული სტუმრობა ზელენსკისთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება, რომელსაც ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ დაუბრუნა.