ბარსელონას ფეხბურთელებს ნეიმარის დაბრუნება სურთ

ბარსელონას ფეხბურთელებს ნეიმარის დაბრუნება სურთ

ნეიმარის ბარსელონაში  დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება. ბრაზილიელ ფეხბურთელს პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს და პსჟ-ს პრეზიდენტმა ის უკვე ხმამაღლა გააკრიტიკა და თქვა რომ ნეიმარისთვის არავის დაუძალებია პსჟ-ში გადასვლა.

ბარსელონას ფეხბურთელები ნეიმარის დაბრუნებას მიესალმებიან, განსაკუთრებით ეს მესის სურს. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია რომ ნეიმარი ბარსელონაში იმ სახლის მეპატრონეს დაუკავშირდა, სადაც ბარსელონაში თამაშის დროს ცხოვრობდა. ამჟამად ნეიმარს ტრავმა აქვს, რის გამოც მან კოპა ამერიკა გამოტოვა.