ჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან, 3 ადამიანი მოკლეს – ვიდეო

ჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან, 3 ადამიანი მოკლეს - ვიდეოჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახდებ რუსული მედია წერს.

დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომელი, ორი კი შეიარაღებული თავდამსხმელია. ინციდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რეზიდენციის მახლობლად მოხდა.

თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე მოგვიანებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

სამართალდამცველების თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალმა ისლამისტებმა აიღეს.