დავით კოდუა – ზვიად ქირიას პირადი პრობლემები აქვს თავის ბიზნესთან მიმართებით – ეს ღაჭავა-კოდუებთან კავშირში არ არის

„ჩაინა ლილო სითის” მფლობელის, ლაურა ღაჭავას შვილის, დავით კოდუას განცხადებით, ხანძრის გაჩენის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დავით კოდუა ჟურნალისტებთან ასევე გამოეხმაურა “ჩაინა ლილო სითის”დირექტორის, ზვიად ქირიას განცხადებებს, რომელიც სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზებს უკავშირდება და ასევე პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. დავით კოდუას თქმით, ქირიას განცხადებები ღაჭავა-კოდუების ოჯახს არ ეხება.

„ჯერ უნდა გავიგოთ, ცეცხლი გაჩნდა თუ გააჩინეს. თუ გააჩინეს, მაშინ ვიფიქრებთ იმაზე, ვინ გააჩინა. დღეს საუბარია იმაზე, რომ ხანძარი ელექსტროსადენებით გაჩნდა. მითხრეს, ზარალი 2 მილიონამდე ყოფილა და 50 მაღაზიაა დამწვარი. ამბობენ, რომ ყველა მაღაზია დაზღვეული არისო. როგორც ვიცი, პროდუქციაც დაზღვეულია. რაც შეეხება ზვიად ქირიას განცხადებებს, გავიგე, რომ პირადი პრობლემები ჰქონია თავის ბიზნესთან მიმართებით. ეს ღაჭავა-კოდუებთან კავშირში არ არის”, – განაცხადა კოდუამ.

„ჩაინა ლილო სითის” ტერიტორიაზე უკვე მივიდნენ ექსპერტ- კრიმინალისტები და გამომძიებლები.

შეგახსენებთ, ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1.000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019