დავით სერგეენკო და ეკა ტიკარაძე ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულებთან მივიდნენ

დავით სერგეენკო და ეკა ტიკარაძე ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულებთან მივიდნენჯანდაცვის ახალი და ყოფილი მინისტრები ინგოროყვას კლინიკაში მივიდნენ. დავით სერგეენკო და ეკა ტიკარაძე აქციაზე დარბევისას დაშავებულებს მოინახულებენ.

„ჯერ უნდა ვნახოთ პაციენტები, პაციენტები არის ახლა ჩვენთვის უმთავრეს,“ – აღნიშნა ეკა ტიკარაძემ.

სერგეენკომ და ტიკარაძემ მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს.

პარლამენტის წინ სამართალდამცავების მიერ ცრემლსადენი გაზის ყუმბარების და რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად დაზიანებები მიიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 17 სამოქალაქო პირი და 38 სამართალდამცავი, მათგან მხოლოდ 4-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

რუსთავი 2