დემბელემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს

დემბელემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოსუსმან დემბელემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს, რადგან კატალონიურ გუნდში უკმაყოფილოები არიან მისი ქცევებით და იმით რომ დემბელე ხშირად არ იცავს დისციპლინას. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი მუდმივად იღებს ტრავმებს, რის გამოც მან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა.

ჯერჯერობით ბარსელონას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა თუ კატალონიელებს დემბელეს თაობაზე სარფიანი წინადადება ექნებათ, ისინი სავარაუდოდ უარს არ იტყვიან. დემბელე ბარსელონას ღირსებას 2017 წლიდან იცავს.