“გახარია, გიხარია?” – ავტოკოლონა შსს-ს შენობას მიადგა

"გახარია, გიხარია?" - ავტოკოლონა შსს-ს შენობას მიადგაავტოკოლონამ, რომლის მსვლელობის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „წადი”.

აქციის მონაწილეებმა შსს-თან განთავსებულ შუშის ღობეზე სტიკერები გააკრეს, რომელზეც 21 ივნისს სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ტყვიებია გამოსახული და ასევე არის წარწერები: “ბოდიში?!” და “გახარია გიხარია?”.

იპნ