გია გეწაძე – „ბიძო, მილიონიანი რჩევა ჩემგან შენ უფასოდ“

გია გეწაძე - „ბიძო, მილიონიანი რჩევა ჩემგან შენ უფასოდ“იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, უკრაინის იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გია გეწაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბიძო, შენი გეგმები, რომლებიც 3 თვის წინ დაალაგე აღარ გამოვა. ვადამდელი არჩევნები იგივე საარჩევნო სისტემით. ეგ შენი საიდუმლო გეგმა მეორე დღესვე გამოვიდა შენი შუშის სასახლიდან.

არ გამოვა ეგ ამბავი, დაივიწყე.
ეხლა შენთვის მთავარია მშვიდობიანად გადააბარო ხელისუფლება ახალ ძალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამწუხაროდ კადაფიზაცია გარანტირებული გაქვს.

ჩვენ, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ქვეყანა ვართ. Это тебе не московская область.

შენ, ვისაც არ უნდა დაელაპარაკო არსებული პოლიტიკური პარტიებიდან, აზრი არა აქვს. ტყუილად დაიხარჯები. ახლა სხვა რეალობაა ქვეყანაში. ამიტომ შენთვის ჯობია გა…. რაც მალე, მით უკეთესი შენთვის.

ეს მილიონიანი რჩევა ჩემგან შენ უფასოდ“.