გორის და ქარელის სოფლები სტიქიამ დატბორა

გორის და ქარელის სოფლები სტიქიამ დატბორაგორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები ამ დრომდე სარწყავი არხიდან მოვარდნილი წყლით იტბორება. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა სოფლებში, ყელქცეული და ძლევიჯვარი.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძლიერი წვიმის შემდეგ, არხებში წყალმა მოიმატა და მისი შეჩერება დროულად ვერ მოხერხდა. სახნავ-სათესი ფართობები და საცხოვრებელი

სახლები სავარაუდოდ, სალთვისის არხმა დატბორა, რომელიც სათავეს ცხინვალიდან იღებს და ლიახვის მარჯვენა სანაპიროს ამარაგებს სარწყავი წყლით. გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის 5-ზე მეტ სოფელში, დატბორილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები, ასევე ხეხილის ბაღები, სკები, ბოსტნები და მინდვრები. მოსახლეობა კომისიის შექმნას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.