იაპონიაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ხელისუფლება მოსახლეობას ცუნამის საშიშროებაზე აფრთხილებს

იაპონიაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ხელისუფლება მოსახლეობას ცუნამის საშიშროებაზე აფრთხილებსიაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოდან 230 მილის დაშორებით ზღვის დონიდან 6 მილის სიღრმეზე მდებარეობდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აცხადებს, რომ შესაძლებელია კუნძულ ჰონსიუს ნაპირებს 0,2-1,0-მეტრიანი ცუნამი დაატყდეს თავს.

მისივე ცნობით, რეგიონში მდებარე ატომურ ელექტროსადგურ კასივაძაკი-კარივაზე არანაირი პრობლემები არ დარეგისტრირებულა.

ნიუპოსტი