ინციდენტი სოფიკო შევარდნაძესა და პუტინს შორის – “ის ორსულადაა, მე რა შუაში ვარ?“

ინციდენტი სოფიკო შევარდნაძესა და პუტინს შორის - “ის ორსულადაა, მე რა შუაში ვარ?“პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჩინეთის, სომხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის და რუსეთის ლიდერებს შორის დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი Russia Today-ის ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძე იყო.

დისკუსიის ბოლოს, სოფიკო შევარდნაძეს სურდა Russia Today-ისა და სააგენტო Sputnik-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის შესახებ მიეწოდებინა ფორუმის მონაწილეებისთვის ინფორმაცია, რომელიც რადიო „ეხო მასკვის“ ეთერში ალექსეი ნავალნის შტაბის წევრთან კამათის შემდეგ მიღებული სტრესის გამო ნაადრევი მშობიარობის საფრთხის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. შევარდნაძეს სურდა გარკვეულწილად ნავალნის შტაბის წევრები გაეკრიტიკებინა თუმცა სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნა

სოფიკო შევარდნაძემ კონკრეტულად ვლადიმერ პუტინს მიმართა:

„მარგარიტა სიმონიანი აქ ვერ იმყოფება თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო“

რაზეც პუტინმა უპასუხა „ის ორსულადაა, თქვენ კი იძახით, „თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო“, მე რა შუაში ვარ?“

დისკუსიის დასრულების შემდეგ სოფიკო შევარდნაძემ ფორუმის მონაწილე ლიდერებთან ერთად ფოტოც გადაიღო. შევარდნაძის და პუტინის ერთობლივმა ფოტომ, ქართველ ფეისბუკმომხმარებლებში კრიტიკა გამოიწვია. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სოფიკო შევარდნაძე დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს, ცნობილი ჟურნალისტია და „თავისი“ ქვეყნის პრეზიდენტთან ფოტოს გადაღებას ვერავინ დაუშლის. გასაკრიტიკებელი უფრო ისაა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის საინფორაციო იარაღის -Russia Today-ის ჟურნალისტი ქართული მეგა-შოუს ერთ-ერთი ჟიური და სახე იყო.