იოსებ მაკრახიძე – ”ეს ხელისუფლება მაფასებს, რამდენი ტენდერი მომაგებინა”

იოსებ მაკრახიძე - ”ეს ხელისუფლება მაფასებს, რამდენი ტენდერი მომაგებინა”გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ხელისუფლებისგან ღირსების ორდენსაც ელოდება.
ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” პარლამენტარმა თავად განუცხადა.

იოსებ მაკრახიძე ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებისგან ყურადღება და დაფასება არ აკლია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ჯილდო წინა ხელისუფლებების შემდეგ ამჟამინდელი მმართველობისგანაც მიიღოს დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვამდე.

“შევარდნაძის მმართველობის დროსაც დამაჯილდოეს ღირსების ორდენით და სააკაშვილის პერიოდშიც. თუ დავიმსახურებ, არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტარობის პერიოდში ამ ხელისუფლებამაც გადმომცეს ეს ჯილდო. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება მე უკვე მაფასებს, აბა დაფასება არ არის, რომ ვმუშაობ, ტენდერებს რომ ვიგებ? სხვათა შორის, ვაპირებ უახლოეს პერიოდშიამოვკრიფო და გამოვაქვეყნო მონაცემები 2016 წლიდან დღემდე რამდენ ტენდერში მივიღე მონაწილეობა, რამდენი მოვიგე და რამდენი წავაგე”, – ამბობს იოსებ მაკრახიძე.

რადიო მოზაიკა