ირაკლი ოქრუაშვილი – თუ სააკაშვილი ოდესმე დაბრუნდა, პირველს ივანიშვილს დაწვავს კოცონზე და მერე მე

ირაკლი ოქრუაშვილი - თუ სააკაშვილი ოდესმე დაბრუნდა, პირველს ივანიშვილს დაწვავს კოცონზე და მერე მე„თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, პირველს კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს და მერე მე, რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის“, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდება და შემდეგ არჩევნებზე ხალხს ამით ვეღარ შეაშინებენ.

„თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, (ბრჭყალებში რა თქმა უნდა, რადგან ამის ფუფუნება მას აღარ ექნება) პირველი კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს, და მეორე ვის? ნადირაძეს, კობახიძეს, თუ მდინარაძეს, თუ ვიღაც ამდაგვარ ხალხს? მე – რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის – ნომერ პირველი ვიყავი და ივანიშვილის შემდეგ ნომერ მეორე გავხდი. და თქვენ გგონიათ, მე ახლა ზუსტად იმისთვის ვიღწვი, ვიბრძვი და ვწვალობ, რომ იმათ დაბრუნებას ხელი შევუწყო? დავამთავროთ ეს ნარატივი. ეს არის ის, რაც ხელისუფლებას უნდა, მაგრამ ასე აღარ იქნება. ხელისუფლება შეიცვლება, ივანიშვილი წავა. ეს გარდაუვალია. შევარდნაძესაც ასე ეგონა, სააკაშვილსაც ასე ეგონა, თუმცა ყველაფერი მთავრდება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.