ირინა სარიშვილი – „ოპოზიციას ახლა შეძახება სჭირდება… გავინძრეთ! დრო არც ისე ბევრია!““

ირინა სარიშვილი - „ოპოზიციას ახლა შეძახება სჭირდება... გავინძრეთ! დრო არც ისე ბევრია!““„მთაწმინდა გარინდებულა
უსმენს დუდუნსა მტკვრისასა…

მოკლედ ჩემო კარგებო შორს რო გვეგონა და აუჰ იქამდე რა გაძლებსო აგერ კარს მოგვადგა 2020 წლის არჩევნები.

ამ არჩევნებში მონაწილეობას ერთადერთ შემთხვევაში აქვს აზრი:
1. თუ უკვე აი ამ წუთიდან ოპოზიცია დაიწყებს საკუტარი თავის და ხალხის მომზადებას არჩევნების გარდაუვალი გაყალბების ფართომასშტაბიანი გაპროტესტებისთვის;
2 თუ ეს ფართომასშტაბიანი პროტესტი უკვე სახეზე იქნება არჩევნებამდე და არჩევნები ამ პროტესტის ფონზე ჩაივლის.

მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან მხოლოდ ამ მიზეზით პროტესტი იქნება მხარდაჭერილი საერთაშორისო სამყაროსგან და მხოლოდ ამ ფონზე გამოვა გარეთ უკვე ყველაფერზე ხელჩაქნეული ხალხი.

ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ ოპოზიციას ჩვენთან ერთად მოაბას ამ ყველაფერს თავი და საკუთარი წილიც დავინახოთ ყველამ პასუხისმგებლობის როცა ფართომასშტაბიან პროტესტზეა საუბარი.

ოპოზიციას ეხლა შეძახება ჭირდება და არა ქირქილი და ჩასაფრება, თუკი ჩვენ მართლა გამარჯვება გვინდა და არა მხოლოდ სხვაზე ჭკვიანები რომ გამოვჩნდეთ ის!

გავინძრეთ! დრო არც ისე ბევრია!“ – წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.