კახაბერ ოქრიაშვილი – „ოცნება“ დავით სერგეენკოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზადებს

კახაბერ ოქრიაშვილი - „ოცნება“ დავით სერგეენკოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზადებსფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი “2020NEWS“– თან ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მოქმედ მინისტრს, დავით სერგეენკოს “ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზადებს. როგორც დეპუტატი გვეუბნება, “ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, სერგეენკო პარლამენტის თავმჯდომარედაც შესაძლოა, ვიხილოთ.

იქედან გამომდინარე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დროა, ოქრიაშვილს ვკითხეთ, ადრე ხომ არ არის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენება?! რაზეც დეპუტატი გვპასუხობს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, “ქართულმა ოცნებამ“ მუშაობა აქტიურად უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, აღნიშნული მისი პირადი მოსაზრებაა და არანაირ კულუალურ ინფორმაციას არ ფლობს.

“დავით სერგეენკოს აშკარა წარმატებები და აშკარა შეცდომები ჰქონდა დაშვებული. მთავარია, რომ შეცდომები საბედისწერო არ აღმოჩნდეს.

სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიზეზს პრემიერი თავად განმარტავს. მე პირადად ვფიქრობ, რომ ბატონ დავითს პარტიულ თანმდებობაზე ვიხილავთ. ის მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

მისი რეიტინი პარტიულ რეიტინგსაც აწევს. სერგეენკოს საზოგადოების ნდობა აქვს და რატომ არ უნდა იყოს ასე?! ეს ჩემი პირადი  აზრია და კულუარებიდან არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, სავარაუდოდ, თანამდებობიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.