კოუტინიო: ”კარგი სეზონი ნამდვილად არ მქონდა”

კოუტინიო: ”კარგი სეზონი ნამდვილად არ მქონდა”ბარსელონას და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ გასულ სეზონზე ისაუბრა და თქვა, რომ მას კარგი სეზონი ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ბარსელონადან წასვლას აპირებს:

”წელს იმედები ვერ გავამართლე და ვიცი რომ ჩემგან გაცილებით მეტს ითხოვენ. შევეცდები მომავალ სეზონში გაცილეით პროდუქტიული ვიყო და გულშემატკივრები გავახარო. ბარსელონადან წასვლას არ ვაპირებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოს დასაწყისში მივიღებ”.

ამჟამად კოუტინიო ბრაზილიიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკისთვის ემზადება.