ლარი რეკორდულად გაუფასურდა – 1 დოლარი 2.833 ლარი გახდა

ლარი რეკორდულად გაუფასურდა - 1 დოლარი 2.833 ლარი გახდასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის, 26 ივნისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8333 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7945 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0388 -ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2260 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1838 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0422-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6147 ლარია , აქამდე მოქმედი კურსი 3.5613 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0534-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4890 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4858 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით გაუფასურდა.

ნიუპოსტი