ლარის რეკორდული გაუფასურება გრძელდება – 1 დოლარი 2.8791 ლარია

ლარის რეკორდული გაუფასურება გრძელდება - 1 დოლარი 2.8791 ლარიალარის რეკორდული გაუფასურება – ეროვნული ვალუტა 4 თეთრით დაეცა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8791 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0321 ლარი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ერთი ევრო 3.2758 ლარი ეღირება, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, 0.0402 თეთრით მეტია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ხვალ ამოქმედდება.