ლევან ჩაჩუა – “თბილისში ლგბტ-პრაიდს არ დავუშვებთ! – ციხისთვისაც მზად ვართ და სიკვდილისთვისაც”

ლევან ჩაჩუა - "თბილისში ლგბტ-პრაიდს არ დავუშვებთ! - ციხისთვისაც მზად ვართ და სიკვდილისთვისაც"“ახალი თააობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
– ივნისში თქენი მოძრაობა თანამოაზრეებთან ერთად თბილისში საპროტესტო აქციებს აანონსებდით. ისევ დაგეგმილი გაქვთ აქციები?
– საარჩევნო გარემოს შესაცვლელადაც ვგეგმავდით გამოსვლებს, მაგრამ ისეთი რამე ხდება, რომ სხვა მოვლენებზე ვართ გადართული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლგბტ-პრაიდი აღარ ტარდება, ტყუილია. პრაიდი იმართება 18-23 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო. ზოგიერთი ვითომ ეროვნული პოლიტიკოსის განცხადება და მადლობები გიორგი გახარიასადმი ნაადრევია.
ჩვენ – “ქართული იდეა”, ასევე – გურამ ფალავანდიშვილი, გურამ ქართველიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, “ქალთა პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი და მთელი რიგი სხვა პოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ სიბილწეს ვუპირისპირდებით. თბილისში ლგბტ-პრაიდს არ დავუშვებთ!
ამის ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს აქტივობა დედაქალაქში ტარდება. სხვადასხვა დედაქალაქში ამგვარი ბილწი ღონისძიებების გამართვას, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებზე აღლუმის მოწყობას, შორსმიმავალი მიზნები აქვს.
– რა მიზნები?
– როცა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში გეი-პარადი ეწყობა, ამით ეს არის ამ საზოგადოების გზავნილი. ამით ის ქმნის სურათს, რომ პროცესებს ჰომოსექსუალები და ლესბოსელები წარმართავენ. ასეთი პარადები ერთგვარი სატანისტური რიტუალია. მას პროპაგანდისტული დანიშნულება აქვს. ათეისტებისთვის ის უზნეობის კულტივაციაა, მორწმუნეებისთვის კი ასევე სულიერი საფუძვლების შერყევის მცდელობა. ერთ ბილწ ნაბიჯს სხვა მოსდევს.
– საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ხალხს გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს.
– საზოგადოების ამ ნაწილს მინდა ვუთხრა, რომ ამგვარი პრაიდები უწყინარი არ არის. ეს ანგრევს ნორმალურ ცხოვრებას და ამრავლებს სიბილწეს. ამის დასამტკიცებლად სხვა ქვეყნების მაგალითებს მოვიყვან.
შვედების წინაპრები – ვიკინგები უბადლო მეომრები იყვნენ.
– ვიკინგი ქალებიც იბრძოდნენ, როცა საჭირო ოყო.
– სიმამაცით განთქმული შვედები დიდი ძლიერი სახელმწიფოს პატრონები იყვნენ და ზნეობით გამოირჩეოდნენ. ახლა ეს სულ სხვა ხალხია. შვედები ისე გამოატოლერანტეს, რომ უკვე საკუთარ პროტესტანტ მღვდლებს დაერივნენ. ამ ქვეყნის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი სამღვდელობას დაემუქრა. მან თქვა, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა მღვდელმსახური, რომელიც უარს იტყვის, ჯვარი დასწეროს ერთნაირსქესიან წყვილებს.
მართლმადიდებელ სერბეთში, საქართველოს მსგავსად, ქრისტიანობისათვის ბევრი წამებულია. ამ საკითხებში სერბები ყოველთვის სიმკაცრეს და ურყეობას იჩენდნენ. რამდენიმე წლის წინ მათ დაუშვეს გეი-აღლუმი ბელგრადში. ამ მოვლენიდან რამდენიმე თვეში სერბეთში პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს ლესბოსელი.
– ამით რისი თქმა გსურთ?
– იმის, რომ დიდი საფრთხე გვემუქრება. თუ ეს სიბილწე დავუშვით, საქართველო ზნეობრივად წელში გადატყდება. ლგბტ-პირები საქართველოში არ იდევნებიან. ისინი წარმოდგენილი არიან შოუბიზნესში, ჟურნალისტიკაში, ასევე ხელისუფლებაში. ჩვენ სახიფათოდ მიგვაჩნია პრაიდის ჩატარება და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა.
– პრაიდის ღონისძიებების უმრავლესობა დახურულ სივრცეში იგეგმება.
– ბილწმა ღონისძიებებმა ღია და დახურული სივრცე არ იცის. ამ პრაიდის სახელით რაც ტარდება, ყველაფერი მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თანამოაზრეებს რეგიონებიდანაც ჩამოვიყვანთ. ყველა ლოკაციასთან შევიკრიბებით და ყველაფერს ჩავშლით.
ჰომოსექსუალები და ლესბოსელები იკრიბებიან ღამის კლუბებში და სხვაგან. იქ მათ არ უვარდებიან. საერთაშორისო თუ რეგიონულ პრაიდებს საქართველოში არავის გავამართვინებთ.
– პოლიციელების პოზიციაზე რა იცით? მართლა თქვეს მათ უარი პრაიდის მონაწილეების დაცვაზე?
– ასეც რომ იყოს, მათ გადაათქმევინებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის პრაიდზე უბრალო ჰომოსექსუალების გარდა, გავლენიანებიც ჩამოდიან. ასეთები ევროპარლამენტშიც არიან. წარმოიდგინეთ, ევროდეპუტატების დასაცავად თავს როგორ გამოიდებენ! მთელი პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები იქნებიან ჩართული მათი უსაფრთხოებისთვის. რაც არ უნდა დაიცვან, მაინც მოხვდებათ კვერცხები შუბლში ან პანღურები. ჯობია, იცოდნენ, რომ თუ სატანისტური სიბილწე თავს მოგვახვიეს, თავი მოეჭრებათ.
– მათ მოწინააღმდეგეებს ძალადობის ან სხვა ბრალდებას წამოგიყენებენ.
– წამოგვიყენონ. სააკაშვილის დროს სინდისის პატიმარი ვიყავი. სააკაშვილი-ახალაიას ჯურღმულებში 3 წელი გავატარე. რწმენისთვის ციხე და სიკვდილი ჩვენთვის ნეტარებაა.
– იმედია, მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნება და მსხვერპლი საჭირო არ გახდება.
– თუ პრაიდი აღარ ჩატარდება, არაფერი არ იქნება. პრაიდის ნებისმიერი ღონიძიება ცუდად დამთავრდება. მისი მომწყობები შერცხვენილები გაიძურწებიან. ჩვენ ციხისთვისაც მზად ვართ და სიკვდილისთვისაც.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა