ლევან ვასაძე დაკითხვაზე დაიბარეს – ”დამკითხონ ამ იდიოტებმა, დააკავე ის შვიდი ჟღვლინტიანი პიდარასტი და დამთავრდება ყველაფერი”

ლევან ვასაძე დაკითხვაზე დაიბარეს - ”დამკითხონ ამ იდიოტებმა, დააკავე ის შვიდი ჟღვლინტიანი პიდარასტი და დამთავრდება ყველაფერი”ამ წუთებში თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ლევან ვასაძე გამოკითხვამდე ვერის ბაღში იმყოფებოდა, სადაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„წავედი პოლიციაში. ერთ-ერთ განყოფილებაში. არავინ გამომყვებით. მივდივარ ადვოკატთან ერთად. უნდათ მომკლან, უნდათ ციხეში ჩამსვან, უნდათ დამკითხონ ამ იდიოტებმა. ეს არის უნიჭოდ მართული ქვეყნის შედეგი. ეს არის აბსოლუტური იდიოტიზმი, რაც ხდება. დააკავე ის შვიდი ჟღვლინტიანი პიდარასტი და დამთავრდება ყველაფერი. არა, რუსების თემას უნდათ​ მიგვაბან ახლა და საერთოდ აჯაფსანდალი მოუწყონ ქვეყანას? აჯაფსანდალი მოგივა შენ, ამ ქვეყანას არაფერი დააკლდება. მშვიდად. ქართველებო, არ აჰყვეთ „ჯო“-ს ძახილს, არ აჰყვეთ ექსტრემისტს, ეს არის ერთ-ერთი ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში“, – განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძეს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოკითხავენ. როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.