“ლურჯი ვეშაპის” სავარაუდო დაზარალებულ 14 წლის გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა

“ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული. 14 წლის გოგონა ბავშვთა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში უკვე მე–5 დღეა მკურნალობს. მას გვიან ღამით თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი უკვე 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას საკუთარი თავისთვის.

შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მშობლებს ეჭვს უჩენდა, რომ მას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა.

14 წლის გოგონას ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ირკვევა, რომ პოლიციამ დაზარალებულის მობილური ტელეფონი ამოიღო, თუმცა მასში ყველა ზარი და შეტყობინება უკვე წაშლილი იყო.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019