მაია ინასარიძე – “მეგობარმა მამაკაცმა ჩემი ინტიმური ვიდეო ჩემი 11 წლის შვილს აჩვენა” -ვიდეო

მაია ინასარიძე - "მეგობარმა მამაკაცმა ჩემი ინტიმური ვიდეო ჩემი 11 წლის შვილს აჩვენა" -ვიდეომაია ინასარიძე ყოფილ მეგობარ მამაკაცს პირადი ცხოვრების  ამსახველი კადრების გადაღებაში ადანაშაულებს. ქალმა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ მომხდარის შესახებ დატელურად ისაუბრა.

მაია ინასარიძემ გააფორმა კონტრაქტი მამაკაცთან რომელიც ვალდებული იყო, თვეში 5.500 ლარი გადაეხადა მისთვის მასთან ყოფნის სანაცვლოდ. რაღაც მომენტში ინასარიძემ დაარღვია კონტრაქტი, სხვა მამაკაცს გაჰყვა ცოლად და პრობლემებიც აქედან დაიწყო.

“შევედი ჩემს საკუთარ ოფისში, სადაც ის ცხოვრობდა. როდესაც შევედი კაბინეტში დავინახე, რომ კომპიუტერი იყო ჩართული და შეერთებული ქონდა „ჰარდ დისკი“.  დავინახე, რომ კომპიუტერში გადიოდა ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები“. გამოვაძვრე დისკი და გამოვიქეცი. დამემუქრა, შენ თუ ამას წაიღებ სამართალდამცავებთან მე კიდევ მაქვს „კოპირებული“, რომლსაც  შენს მშობლებს და შენს შვილებს ვაჩვენებო“

ქალის თქმით ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მის 11 წლის ქალიშვილს აჩვენა, რომელმაც მოგვიანებით სუიციდი სცადა.

„დაშორების პერიოდში ჩემს 11 წლის გოგონას გადასცა ტელეფონი ,  ვიდეოები დაათვალიერეო. ბავშვმა ნახა ტელეფონში ვიდეო, დააჭირა ხელი და გახსნა. ბავშვი ჩავარდა უკონტროლო მდგომარეობაში. მოისროლა ტელეფონი, შეიკეტა ოთახში“-ამბობს მაია ინასარიძე.

ქალის თქმით მას ყოფილი მეგობარი მუდმივად უთვალთვალებს. მომხდარის შესახებ პოლიციას მიმართა თუმცა საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

პრაიმ ტაიმი