მაიკ პომპეომ საქართველოს მოუწოდა, დაასრულოს ანაკლიის პორტი – “ეს თავიდან აგაცილებთ რუსეთის და ჩინეთის ცუდ გავლენებს”

ანაკლიის პორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთანერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს.

მისივე თქმით, აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით აცხადებს, რომ საქართველოს არ მოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

“იმედი მაქვს, რომ ის კვლავ მჭიდრო მეგობრული სულისკვეთებით წარიმართება და საერთო ვალდებულებებს დაეფუძნება. საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატო-ს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა პომპეომ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019