მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ.

ამის შესახებ განცხადება აქციონერებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხაზარაძე და ჯაფარიძე განიხილავენ, „თიბისის“ აქციების დაახლოებით 8% დროებით მესამე მხარეს, საფინანსო ინსტიტუტს გადასცენ, იმ პირობით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ წილს უკან გამოისყიდიან.

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს, წილების მითითებით ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე – 13.37%; ბადრი ჯაფარიძე – 6.68%; European Bank for Reconstruction and Development – 8.08%; JPMorgan Asset Management – 6.49%; Schroder Investment Management – 7.18% და Dunross & Co. – 5.94%.

ბოლო მონაცემებით, „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 871.17 მლნ გირვანქა სტერლინგია.

ბიპიენი