მაშველებმა სვანეთში 1 ფრანგი და 3 გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა სვანეთში 1 ფრანგი და 3 გერმანელი ტურისტი გადაარჩინესმაშველებმა სვანეთში, ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიაში,ხალდეს მთაში ერთი ფრანგი და სამი გერმანელი ტურისტი ითხოვდა დახმარებას. მაშველთა ჯგუფი 4 კაციანი შემადგენლობით დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე.

სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქოდა დაზიანებული. ფრანგ ტურისტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი ტურისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.