მცხეთასთან 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – 1 ქალი დაშავდა

მცხეთასთან 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს - 1 ქალი დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთაში. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მსუბუქად დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.