ნაძალადევში სასწრაფოს მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ნაძალადევში სასწრაფოს მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა - 3 ადამიანი დაშავდანაძალადევის რაიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია სამი ადამიანი – მძღოლი და ორი ექიმი. მათივე ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე.

„2 ექიმი გადაყვანილია მე-8 საავადმყოფოში, ერთი გადაუდებელ ქირურგიაში -„ევექსში“. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. სახლში არავინ იმყოფებოდა, არც სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო პაციენტი. ექიმების ჯგუფი გამოძახებიდან ბრუნდებოდა. წინასწარი მოკვლევით, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.