ნავალნი პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვაზე – “როგორ შეიძლება ასე პირუტყვივით მოქცევა?!”

ნავალნი პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვაზე - "როგორ შეიძლება ასე პირუტყვივით მოქცევა?!"პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ იქ ქუჩებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტვიტერზე წერს.

„აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ბევრი რუსი ვეღარ შეძლებს შედარებით იაფად და ხარისხიანად დასვენებას. ისმის კითხვა: რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტისთვის?“, – წერს ნავალნი.

ის პუტინის იმ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთი მთავრობამ 8 ივლისამდე საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.

“ხალხმა საგზური იყიდა. ისხდნენ, ღვინოს სვამდნენ, მწვადებს მიირთმევდნენ. უცბად ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით უკან, მეტი თვითმფრინავი არ იქნება. როგორ შეიძლება ასე პირუტყვივით მოქცევა?!” – წერს ნავალნი.

იპნ