„პარლამენტი არ ირეკლავს ხალხის აზრს“ – სანდრა რულოვსმა მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელი მოაწერა

„პარლამენტი არ ირეკლავს ხალხის აზრს“ - სანდრა რულოვსმა მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელი მოაწერამაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ სანდრა რულოვსმა მხარდაჭერა ხელმოწერით გამოხატა – პარლამენტთან მივიდა და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

სანდრა რულოვსის თქმით, მმართველმა გუნდმა ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უკვე ორჯერ თქვა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების ერთიანობა იქნება, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„რახან ამ პარლამენტში არ შეგროვდა ეს მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ ეს პარლამენტი არ ირეკლავს ხალხის აზრს. ჩვენ ამიტომ მივდივართ ხალხთან და ხალხის ასი ათასობით ხელმოწერით დავადასტურებთ, რომ ხალხს უნდა ასეთი ობიექტური კომისიის შექმნა,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.