პაულო მალდინი მილანის ტექნიკური დირექტორი გახდება

პაულო მალდინი მილანის ტექნიკური დირექტორი გახდებამილანის ხელმძღვანელობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. გუნდში პაულო მალდინი დაბრუნდა, რომელიც ტექნიკური დირექტორის პოსტს დაიკავებს. მალდინიმ განაცხადა რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მილანმა ძველი დიდება დაიბრუნოს. მალდინის გარდა მილანში მუშაობა დაიწყო ამ გუნდის ლეგენდამ ზვონიმირ ბობანმა, რომელიც აქამდე უეფაში იყო დასაქმებული.

ბობანი მილანში 10 წლის მანძილზე თამაშობდა და გუნდთან ერთად რამდენჯერმე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რაც შეეხება მალდინის, მან მილანში 24 წელი გაატარა.