პრეზიდენტის განცხადება დავით გარეჯში პრემიერთან შეთანხმებული იყო 

პრეზიდენტის განცხადება დავით გარეჯში პრემიერთან შეთანხმებული იყო დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კონკრეტულად მამუკა ბახტაძისთვის ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას ამ განცხადების გაკეთებას აპირებდა.
“პრეზიდენტის სახელით მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება, ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადება იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.