“ყველამ თავი დამანებეთ!” – ემოციური გამოსვლის შემდეგ ზაზა სარალიძემ რუსთავი 2 დატოვა – ვიდეო

"ყველამ თავი დამანებეთ!" - ემოციური გამოსვლის შემდეგ ზაზა სარალიძემ რუსთავი 2 დატოვა - ვიდეოზაზა სარალიძის ემოციური გამოსვლა “კვირის აქცენტებში” – მიხეილ კალანდიაზე საუბრის დროს ზაზა სარალიძემ ემოციები ვერ შეიკავა და სტუდიაში ფეხზე წამოდგა. მან თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მას მოღალატის იარლიყი მიაკეროს.

ზაზა სარალიძემ ის პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც მისი თქმით ეუბნებოდნენ, რომ “ამ თამაშში ვერ აგყვები, იმიტომ რომ ეს “ნაციონალების” თამაშიაო.”

ზაზა სარალიძე უარს ამბობს ჟურნალისტებთან კავშირზე და მოითხოვს, რომ ყველამ თავი დაანებოს.

“არც ერთი ჟურნალისტი არ დავინახო ჩემს გვერდით”-ამ ფრაზით დატოვა მან ინტერვიუ და გავიდა სტუდიიდან.

რუსთავი 2