„ქუჩის ბიჭი“ ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

„ქუჩის ბიჭი“ ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა„ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბრენატორის მოადგილედ დაინიშნა. როგორც მომღერალი ამბობს, შეთავაზება გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილისგან მიიღო.

„დღეს მოხდა წარდგენა, ამიტომ სხვა ზედმეტ ინფორმაციებს ვერ მოგაწვდით. ამჟამად მუშავდება ინფორმაცია, მუშავდება გუბერნიის გვერდზე და შესაბამისად შემდგომში უკვე გავაკეთებ კომენტარს. გიდასტურებთ, რომ დავინიშნე გუბერნატორის მოადგილედ, კულტურული მიმართულებით, სპორტის და საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში. რეგიონის პოპულარიზაციისთვის, ბევრი ტურისტული თემების განსავითარებლად, პიარისთვის. არავინ არ ჩავანაცვლე, მესამე მოადგილე იყო საჭირო. სადღაც ერთი კვირაა მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩემთან. გუბერნატორისგან მივიღე შეთავაზება. ხვალიდან შევუდგები საქმიანობას. მოგეხსენებათ მე ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ ჩემი სფეროდან გამომდინარე პიარ სამსახურშიც მიმუშავია სხვადასხვა ადგილებზე და ძირითადად მინდა, რომ სამჯცხე-ჯავახეთს, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, პოპულარიზაცია გავუწიო ამ რეგიონს და რაც შეიძლება მეტად მიმზიდველი იყოს. კონკრეტულ გეგმებზე მოგახსენებთ დროთაგანმავლობაში. კონკრეტული გეგმა აქვს დასახული მხარის გუბერნატორს, ბატონ ბესოს, მე მისი გუნდის წევრი ვხდები და მე მის დავალებებს შევასრულებ. ძირითად მიმართულება არის როგორც პოპულარიზაცია, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. მე ჩემს პროექტებსაც დავდებ და ყველაფერი გამჭვირვალე იქნება. ფეისბუქზეც მექნება ლაივები, ჟურნალისტებთანაც მექნება ინტენსიური ურთიერთობა. არ მაქვს არანაირი შეზღუდვა და ა.შ.,“ – განაცხადა ხაჩიძემ „კურიერს“.