რიყეზე ძლიერმა ქარმა კონსტრუქცია ჩამოშალა – დაიღუპა 1 უცხოელი, 2 ადამიანი დაშავდა

რიყეზე ძლიერმა ქარმა კონსტრუქცია ჩამოშალა - დაიღუპა 1 უცხოელი, 2 ადამიანი დაშავდათბილისში, რიყეზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ისინი სიმაღლიდან გადავარდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად კონსტრუქცია ჩამოიშალა. მომხდარის გამო, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი, დაშავდა.

მომხდარის მიზეზებსა და სხვა დამატებით დეტალებზე უწყებაში ჯერ ვერ საუბრობენ.