ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცონო დახმარების 3 და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი. დაშავებულები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინფორუსთავი