რუსთავის ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო

რუსთავის ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩორუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო.

მოზარდი ძმასთან და მეგობრებთან ერთად იყო პარკში.

არსებული ინფორმაციით, ის ტბაში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.

როგორც ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული.