“საზოგადოება ითხოვს სამართლიანობას” – რუსეთის ქალაქებში საპროტესტო მიტინგები გაიმართა

"საზოგადოება ითხოვს სამართლიანობას" - რუსეთის ქალაქებში საპროტესტო მიტინგები გაიმართა“საზოგადოება ითხოვს სამართლიანობას” – ამ სახელწოდების აქცია რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. მოსკოვში რამდენიმე ათასი ადამიანი პოლიტიკურ რეპრესიების გასაპროტესტებლად გამოვიდა. ანალოგიური აქციები  სანქტ-პეტერბურგში, ხაბაროვსკში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა, სამარაში და სხვა ქალაქებში გაიმართა. აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მიტინგი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის სისხლის სამართლებრივი დევნის ფონზე დაიგეგმა. ორგანიზატორების  განცხადებით, გოლუნოვის გათავისუფლებით სამოქალაქო საზოგადოებამ მხოლოდ ერთი უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლებას მიაღწია, ათასობით აქტივისტი კვლავ პატიმრობაში რჩება.

რუსთავი 2