შალვა ნათელაშვილი – “ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა ჩემთან ერთად იდგნენ და სამართლიანად გაბრაზებულ ხალხს აკავებდნენ”

შალვა ნათელაშვილი -  “ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა ჩემთან ერთად იდგნენ და სამართლიანად გაბრაზებულ ხალხს აკავებდნენ”„რუსთაველზე აქციის დაწყებასა თუ პროცესთან დაკავშირებით ჩვენს გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა. უდიდესი სიბრიყვე და საკუთარი უმძიმესი დანაშაულისაგან გაქცევის მცდელობაა ამტკიცო, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა თუ პოლიტიკოსებმა მოინდომა და გადაწყვიტა პარლამენტის შტურმით აღება.

ხალხია თქვენგან გამწარებული, ხალხი და მაგათ ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ შევაჩერებთ. ყველა, რეჟიმისაგან დადანაშაულებული პოლიტიკოსი, ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა ჩემთან ერთად იდგა და სამართლიანად გაბრაზებულ ხალხს აკავებდა, რაც შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, როდესაც ზევიდან პროვოკატორებმა მომიტინგეთა წყლით გაწუწვა მოინდომეს.

დამთავრებული ხართ, რით ვერ იგებთ, დამთავრებული,“ – წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.