სვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა – ტურისტი თეთნულდიდან გადავარდა

სვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა - ტურისტი თეთნულდიდან გადავარდასვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა. 4-კაციანი ტურისტული ჯგუფის წევრი, თეთნულდიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

გარდაცვლილი ტურისტი მაშველებმა მთის ფერდობზე იპოვეს და მესტიაში გადმოასვენეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

რუსთავი 2