„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეთა ნაწილი კანცელარიასთან დაბრუნდა

„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეთა ნაწილი კანცელარიასთან დაბრუნდა„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეთა და მხარდამჭერთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაბრუნდა, რამაც კონტრაქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია.

კონტრაქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს ქმედება პროვოკაციულია და შს სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ყოფილი დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, არ დაიშლებიან, სანამ „თბილისი პრაიდის“ ყველა წარმომადგენელი არ დატოვებს მიმდებარე ტერიტორიას.

იპნ